რომელი მოთამაშეები მოხვდნენ პრემიერ ლიგის კვირის საუკეთესო გუნდში ?!

22-04-2019, 23:40

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ დაასახელა იმ მოთამაშეთა ვინაობა, რომლებიც პრემიერ ლიგის 34-ე ტურის საუკეთესო 11-ეულში მოხვდნენ.

გუნდი შემდეგნაირად დაკომპლექტდა: რიკო ("ფულჰემი"), უან-ბისაკა ("კრისტალ პალასი"), კინი ("ევერტონი"), ლაპორტე ("მანჩესტერ სიტი"), დინი ("ევერტონი"), ვეინალდუმი ("ლივერპული"), ბერნარდო სილვა ("მანჩესტერ სიტი"), პერესი ("ნიუკასლი"), სიგურდსონი ("ევერტონი"), ზაჰა ("კრისტალ პალასი"), დეულოფეუ ("უატფორდი").

ცნობების მიხედვით, კვირის საუკეთესო მოთამაშის ტიტულს, ბერნარდო სილვა დაეუფლა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულ შემადგენლობაში ყველაზე მეტი (3) ფეხბურთელი, "ევერტონიდან" შევიდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით