გვარდიოლა "ატლეტიკოს" ნახევარმცველს ითხოვს

23-04-2019, 21:35

ბრიტანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "მანჩესტერ სიტი" მადრიდის "ატლეტიკოს" ესპანელი ნახევარმცველის, როდრი ერნანდესის შეძენით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ესპანელი ფეხბურთელის დამატება, პეპ გვარდიოლასთვის ნომერ პირველი მიზანი იქნება.

მაგრამ უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტიც, რომ გარდა "მანჩესტერული" კლუბისა, ფეხბურთელის დამატებით, მიუხენის "ბაიერნიცაა" დაინტერესებული, რომელიც სატრანსფერო ფანჯრის დროს მაქსიმალურად ეცდება მის დამატებას.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ როდრი ერნანდესის  სატრანსფერო ფასი 70 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით