"ატლეტიკომ" გრიზმანის ფასი შეამცირა

23-04-2019, 18:49

ესპანური მედიის ცნობით, მადრიდის "ატლეტიკომ" ანტუან გრიზმანის სატრანსფერო ფასი შეამცირა.

როგორც გამოცემა As-ი იუწყება, ფრანგი აქამდე მადრიდელებს 200 მილიონ ევროდ ჰყავდათ შეფასებული, მაგრამ მისი ფასი 120 მილიონამდე შეამცირდა.

წყაროს ინფორმაციით, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ გრიზმანი ზაფხულში "ვანდა მეტროპოლიტანოს" დატოვებს.

შეგახსენებთ, ფრანგ თავდამსხმელს კატალონიის "ბარსელონას" და  ფრანგულ "პარი სენ-ჟერმენის" უკავშირებენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით