პაპენი: "თუ ნეიმარი გალაქტიკაა, მბაპე მაინც ვარსკვლავია"

9-05-2019, 15:18

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ჟან-პიერ პაპენმა მედიის წარმომადგენლებთამ "პარი სენ-ჟერმენის" ახალგაზრდა თავდამსხმელის კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა.

"პარი სენ-ჟერმენის" ნამდვილი იარაღი მბაპეა და არა ნეიმარი. მეტიც თუ ნეიმარი გალაქტიკაა, "პსჟ-ს" ნამდვილი ვარსკვლავი მაინც მბაპეა".

"ბოლო 2 წლის განმავლობაში ბრაზილიელი ხანდახან საოცრებებს აკეთებდა, მაგრამ კილიანი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყო".

"ის პროგრესირებს, აქ განსაკუთრებულს ვერაფერს ვიტყვით. არასდროს მესმოდა, რატომ თამაშობდა მბაპე ფლანგზე. თუ გავითვალისწინებთ, რომ ის სწრაფია და მეტოქის მოტყუება შეუძლია, გასაგებია, მაგრამ ფლანგზე კილიანი ისეთი სახიფათო არ არის, როგორც საჯარიმოშია".

"მას თავით თამაში არ შეუძლია, ვფიქრობ, რომ ამაზე არც ვარჯიშობს. ასევე, ის მარცხენა ფეხით ბევრ გოლს ვერ იტანს, მაგრამ საჭიროა ეს თუ მარჯვენათი 50 გოლს იტან? - შესაძლოა, არა. სჯობს ერთი ძალიან კარგი ფეხი გქონდეს, ვიდრე ორი საშუალო", - განაცხადა პაპენმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით