გიგზი: "ძმაო, მაპატიე, რომ შენს მეუღლეს ამ ყველაფერს ვუკეთებდი"

23-04-2019, 23:30

მანჩესტერ "იუნაიტედისა" და უელსის ეროვნული ნაკრების ლეგენდარულ ნახევარმცველს, რაიან გიგზს რომ თავისი ძმის ყოფილ ცოლთან ურთიერთობა ჰქონდა, ეს ამბავი არახალია.

ევროპულმა გამოცემებმა გაავრცელს ინფორმაცია, რომ ვეტერანმა ფეხბურთელმა თავის ძმას ბოდიში მოუხადა.

"დიდი ბოდიში. ჩემს საქციელს გამართლება არ აქვს. ძალიან ვნანობ." - სწორედ ამ სიტყვებით მიმართა რაიანმა ძმას.

შეგახსენებთ, რომ გიგზი ახლა უელსის ნაკრებს წვრთნის და მისი დანიშვნის შემდგომ მამამისმა განაცხადა, რომ იგი არ ამაყობს თავისი შვილით, გასაგები მიზეზების გამო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით