დავიდ დე ხეამ "მანჩესტერ იუნაიტედს" პირობა წაუყენა ?!

24-04-2019, 01:23

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელმა გოლკიპერმა, დავიდ დე ხეამ, კონტრაქტის გასახანგრძლივებლად, კლუბს პირობა წაუყენა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 27 წლის მეკარემ, გუნდის ხელმძღვანელობასთან, სატრანსფერო პოლიტიკის თაობაზე მოითხოვა გასაუბრება, რათა ზუსტად გაიგოს თუ ინგლისური გრანდი, სამომავლოდ რა მიმართულებით აპირებს წასვლას.

ცნობების მიხედვით, მოლაპარაკებების შედეგიანად წარმართვის შემთხვევაში, დე ხეა, ოლე გუნარ სოლსკიაერის ფორმაციის "იუნაიტედის" შემადგენლობაში, კიდევ მინიმუმ 5 წლით დარჩება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულ ფეხბურთელს, ბოლო რამდენიმე სეზონის განმავლობაში, ყველაზე ხშირად, მადრიდის "რეალთან" აკავშირებდნენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით