რაჰიმ სტერლინგი: "სოციალურ მედიაში ჩატარებული კამპანია, რასიზმს არ შეცვლის"

24-04-2019, 01:42

"მანჩესტერ სიტის" ინგლისელი თავდამსხმელი, რაჰიმ სტერლინგი, პრემიერ ლიგის ბოლო სეზონებში მომრავლებულ რასიზმის შემთხვევებზე საუბრობს:

"ვფიქრობ, რომ წინააღმდეგობა სხვაგვარად უნდა გამოვხატოთ, წინ უდიდესი პრობლემა გვიდგას, რასაც სოციალურ მედიაში ჩატარებული კამპანიები ვეღარ უშველის."

"საკუთარ გრძნობებს ახლა არავინ ავლენს, ყველა ჩუმადაა და სწორედ ამ დუმილმა განაპირობა მდგომარეობის გაუარესება, დროა ფეხბურთის გულშემატკივრები ერთად დავდგეთ და დისკრიმინაციას, გაერთიანებული ძალებით ვებრძოლოთ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულ 24 წლის შემტევს, გასულ სეზონში, "სტემფორდ ბრიჯის" მაყურებელმა, მატჩის მიმდინარეობისას, კანის ფერის გამო, არაერთი შეურაცმყოფელი სიტყვა და მათ შორის მაიმუნიც უწოდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით