ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი: "მანჩესტერულ დერბის ნეიტრალური გულშემატკივრის თვალით ვუყურებ"

24-04-2019, 11:35

მერსესაიდული "ლივერპულის" ინგლისელი მარჯვენა მცველი, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, პრემიერ ლიგის 34-ე ტურში, "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "მანჩესტერ სიტის" შორის გასამართ შეხვედრაზე საუბრობს:

"ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, წინ გასაოცარი ორთაბრძოლა გველის, ორივე გუნდისთვის ამ შერკინებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, ოლე გუნარ სოლსკიაერი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის, ხოლო პეპ გვარდიოლა, ინგლისის ჩემპიონატის ტიტულისთვის იბრძვის."

"მიუხედავად გარემოებისა, მატჩს ნეიტრალური გულშემატკივრის თვალით უყურებ, რადგან ვიცი არცერთი მეტოქე არ აპირებს პროფესიონალიზმი, ფანებს შორის არსებული უთანხმოების გამო დათმოს."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, 24 აპრილს, თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით