პეპ გვარდიოლა: "მანჩესტერ სიტი" პოლ პოგბას შეძენას არ აპირებს"

24-04-2019, 12:08

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, პეპ გვარდიოლა, პრემიერ ლიგის 34-ე ტურში, "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზე საუბრობს:

"არა, არა და არა, ჩვენთვის პოლ პოგბა არავის შემოუთავაზებია და შესაბამისად მისი შეძენის სურვილიც არ გაგვაჩნია."

"იმედი მაქვს, მედიის მიერ წამოწყებული სატრანსფერო პროგნოზები და სპეკულაციები, მოედანზე გუნდების პერფორმანსებზე გავლენას არ იქონიებს, რადგან მთავარია ორთაბრძოლით, ყველაზე მეტად, გულშემატკივრებმა მიიღონ სიამოვნება."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, 24 აპრილს, თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით