პეპ გვარდიოლა: "ჩვენ "ოლდ ტრაფორდის" კომპლექსი აღარ გვაქვს"

24-04-2019, 12:35

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, პეპ გვარდიოლა, პრემიერ ლიგს 34-ე ტურში, "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზე საუბრობს:

"მართალია თითოეული ორთაბრძოლა ერთმანეთისგან განსხვავებდა, თუმცა ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, ჩვენ "ოლდ ტრაფორდის" კომპლექსი დავძლიეთ და ეს ამ სტადიონზე, ბოლო წლების შედეგებითაც კარგად ჩანს."

"აქამდე მოღწევა და განვითარება, დაუღალავი შრომისა და გამბედაობის შედეგად მოვახერხეთ, ამიტომაც სწორედ იგივე "რეცეპტით" უნდა ვცადოთ "იუნაიტედის" დამარცხება."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, 24 აპრილს, თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით