ჰიონესი: "ბაიერნისთვის" ეს ყველაზე დიდი სიურპრზია"

24-04-2019, 14:03

მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა მედიის წარმომადგენლებთან სერჟ გნაბრის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ  სეზონის მთავარ აღმოჩენად მისი გადმობირება  შეიძლება ჩაითვალოს.

"ჰოფენჰაიმში" ყოფნისას მან კარგი შთაბეჭდილება დატოვა ჩვენზე და გადავწყვიტეთ, რომ უკან დაგვებრუნებინა და მისთვის შანსი მიგვეცა. ახლა ის ძირითადის ფეხბურთელია და მისი ყურებით დიდ სიამოვნებას ვიღებთ".

"ვფიქრობ, გნაბრი ყველაზე დიდი სიურპრიზია "ბაიერნისთვის" მიმდინარე სეზონში", – ციტირებს ჰიონესის სიტყვებს  Kicker-ი
.
შეგახსენებთ, რომ "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელი "რეკორდმაისტერს" 2017 წელს შეუერთდა და თავი "ჰოფენჰაიმში" არენდით ყოფნისასაც გამოიჩინა. მიუნხენში დაბრუნების შემდეგ გარემარბს 12 გოლი და 9 საგოლე გადაცემა უგროვდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით