უოკერი: "იუნაიტედის" ფანებს ჩვენი ჩემპიონობა ურჩევნიათ"

24-04-2019, 14:42

მოგეხსენებათ, პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლა დასასრულს უახლოვდება. მოახლოებული მანჩესტერული დერბის წინ "მანჩეტერ სიტის" მცველმა კაილი უოკერიმ მედიის წარმიმადგენლებთან კომენტარი გააკეთა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფანები ნამდვილად რთულ სიტუაციაში იმყოფებიან. როდესაც ქუჩაში მხედავენ "იუნაიტედის" ფანები მოდიან და მეუბნებიან რომ ურჩევნიათ ტიტული ჩვენ მოვიგოთ და არა "ლივერპულმა".

"სიმართლე გითხრათ, საკმაოდ უცნაურია ამის მოსმენა, მაგრამ გარწმუნებთ, რომ "იუნაიტედის" ფეხბურთელები მოედნის დატოვებას არ აპირებენ იმ მიზნით, რომ გოლი გაგვატანინონ".

"ვფიქრობ, რომ წინ ძალიან რთული მატჩი გველის. მეტოქე ოთხეულისთვის იბრძვის და მაქსიმალურად ეცდება ჩვენ დამარცხებას", – განაცხადა უოკერმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით