"პსჟს" მთავარი სამიზნე "ინტერის" თავდამსხმელია

24-04-2019, 15:29

როგორც იტალიური მედისა იუწყება, მილანის "ინტერის" თავდამსხმელი მაურო იკარდი შესაძლოა ზაფხულში ფრანგულ "პარი სენ-ჟერმენში" აღმოჩნდეს.

არგენტინელი ფეხბურთელი პარიზული კლუბისთვის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში პრიორიტეტული სამიზნე იქნება. 

როგორც ირკვევა, "პარი სენ-ჟერმენი" 26 წლის იკარდის, მასზე ექვსი წლით უფროსი ურუგვაელი ფორვარდის, ედინსონ კავანის შემცვლელად განიხილავს.

პარიზელებს მაური იკარდის ტრანსფერის თაობაზე ნერაძურისთან მოლაპარაკებები ჯერ არ დაიწყიათ, თუმცა წერენ, რომ არგენტინელისთვის ბრძოლაში ფავორიტი სწორედ "პსჟ" იქნება.

სავარაუდოდ, "ინტერი" იკარდიში, რომლის ფასმა კლუბში კონფლიქტისა და სათამაშო პრაქტიკის არქონის გამო დაიკლო, 70 მილიონ ევროს მაინც მოითხოვს. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით