ინსინიეს დამატებით გრანდები დაინტერესდნენ

25-04-2019, 01:15

როგორც იცით ბოლო დროს პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლორენცო ინსინიე "ნაპოლის" დატოვებასთან ახლოს არის.

გავრცელებული ინფორმაიის თანახმად, 27 წლის ფეხბურთელის დამატებით მსოფლიოს რამდენიმე გრანდი დაინტერესდა.

როგორც ცნობილია, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, იტალიელის დამატებას, მადრიდის "ატლეტიკო", ლონდონის "ჩელსი", "ლივერპული" და
"პარი სენ-ჟერმენი" ეცდებიან.

უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ თავად ფეხბურთელსაც სურს კლუბის დატოვება, მან ამის შესახებ პრესასთან ისაუბრა და განაცხადა, რომ დიდი სიამოვნებით მიიღებდა გამოწვევას რომელიმე სხვა ჩემპიონატში.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ  ლორენცო ინსინიემ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისური 33 შეხვედრაში მოირგო, სადაც თავის გამოჩენა 13 გატანილი გოლით და 6 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით