"მანჩესტერ სიტიმ" ახალი რეკორდი დაამყარა !

25-04-2019, 01:23

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ სიტიმ", პრემიერ ლიგის 34-ე ტურში, "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, ახალი რეკორდი დაამყარა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პეპ გვარდიოლას გუნდი, პირველი გახდა ინგლისის ისტორიაში, რომელმაც ერთ სეზონში, ყველა ტურნირზე, 157 გოლის გატანა მოახერხა.

ცნობების მიხედვით, "ქალაქელებმა" თავიანთი მაჩვენებელი გააუმჯობესეს, რომელიც თავდაპირველად, ჯერ კიდევ 2013/14 წლების სეზონში დააფიქსირეს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული გრანდი, ამჟამად ცხრილის სათავეში იმყოფება 89 ქულით.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით