პაულო დიბალა:"ის დიდებული ფეხბურთელია"

25-04-2019, 12:53

ტურინის "იუვენტუსის" არგენტინელმა შემტევმა, პაულო დიბალამ პრესასთან საუბრისას, კრიშტიანუ რონალდუს შესახებ კომენტარი გააკეთა.

"კრიშტიანუ რონალდუსთან თამაში ჩვემთვის ძალიან სასიამოვნოა, ის ნამდვილად დიდებული მოთამაშეა, ამ კლუბში ყოველთვის დიდი ფეხბურთელები ასპარეზობდნენ და ცხადია არც კრიშტიანუა გამონაკლისი.

"როდესაც ის შენს გვედით თამაშობს, ყველაფერი რაც რთულია მალევე მარტივი ხდება, სწორედ ეს არის, მისი წარმატების მთავარი საიდუმლო". - განაცხადა არგენტინელმა შემტევმა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში "იუვენტუსის" მაისურით 39 შეხვედრა ჩაატარა სადაც თავის გამოჩენა 26 გოლით და 8 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით