სერია ა-ში კონტესთვის იბრძვიან, "რომა" მას სუპერ კონტრაქტს სთავაზობს

25-04-2019, 13:14

როგორც უკვე ცნობილია ანტონიო კონტე სამწვრთნელო ასპარეზზე სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს და მას არაერთი გუნდიდან აქვს შემოტავაზება. ამისკვალად, Corriere Della Sera იტყობინება, რომ ამჟამად სპეციალისტი მოლაპარაკებებს "რომასთან" აწარმოებს.

წყაროს ცნობით, კონტე უკვე შეხვდა ფრანჩესკო ტოტის და თავისი მოთხოვნებიც წაუყენა. იტალიელის მოთხოვნით, "რომას" ხელმძღვანელობამ ალექსანდრ კოლაროვი, კოსტას მანოლასი და ედინ ჯეკო აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს.

რაც შეეხება კონტრაქტის პირობებს - "ჯალოროსი“ კონტეს სამწლიან კონტრაქტს სეზონში 9.5 მილიონი ევროს ოდენობით სთავაზობს.

აქვე გეტყვით, რომ "რომაში" კონტეს სათადარიგო ვარიანტებად ჯამპიერო გასპერინის, მარკო ჯამპაოლოსა და მაურიციო სარის განიხილავენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაჩიბერაძე კარიერას ბელგიაში განაგრძობს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით