გატუზო: "პასუხისმგებლობა ყველას გვეკისრება"

25-04-2019, 13:48

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ "ლაციოსთან" საკუთარ მოედანზე მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"პირველ ნახევარში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში "ლაციომ" დაგვჯაბნა. გულშემატკივრები მეტს იმსახურებენ და ვიცი, რომ დღევანდელი თამაშით კმაყოფილები არ არიან".

"ზოგჯერ ცვლილებები საჭიროა, რათა რაიმე ახალი მოსინჯო. ორ ფორვარდიანი ტაქტიკა? ვერ მუშაობს. მთელი გუნდი ცუდად გამოიყურებოდა და პასუხისმგებლობა ყველას გვეკისრება. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ჩართული ხელის მუხრუჭით ვთამაშობთ".

"კვირას "ტორინოსთან" ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გველოდება და აუცილებლად მზად უნდა ვიყოთ", - განაცხადა სპეციალისტმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით