"რეალი" აზარს ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებას ჰპირდება

25-04-2019, 14:17

როგორც უკვე მოგეხსენებათ, "რეალსა" და ედენ აზარს ერთმანეთს უკვე დიდი ხანია უკავშირებენ და თუკი "ჩელსის" ვარსკვლავი, ზაფხულს მადრიდიში  გადაბარგდება, "სამეფო კლუბი" მას კვირაში 400 ათას გირვანქას გადაუხდის, რის შემდეგადაც, ბელგიელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

The Sun-ის ინფომრაციით, აზარის ტრანსფერი დაახლოებით 100 მილიონი დაჯდება. აზარს კი 400 ათასს გადაუხდიან კვირაში. ანუ, გადასახადების გადახდის შემდეგ. ეს თანხა წელიწადში დაახლოებით 20 მილიონს შეადგენს.

მოგახსენებთ, რომ აზარმა "ჩელსის" მაისურით თამაშის განმავლობაში პრემიერლიგის ორი ტიტული, თითოჯერ ასოციაციისა და ლიგის თასები, ერთხელ კი ევროპა ლიგა მოიგო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით