ლუკაკუ: "სერია ა-ში თამაში ჩემი ოცნებაა"

25-04-2019, 15:47

"მანჩესტერ იუნაიტედის" ბელგიელმა შემტევმა რომელუ ლუკაკუმ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, რომ სერია ა-ში თამაშზე ოცნებობს.

"სერია ა-ში თამაში ჩემი ოცნებაა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა მხოლოდ იუნაიტედზე ვფიქრობ, ვიმედოვნებ, რომ ადრე თუ გვიან სერია ა-ში ვითამაშებ".

შეგახსენებთ, რომ იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ლუკაკუს შეძენა მილანის "ინტერს" სურს. "ნერაძურის" ბელგიელი მაურო იკარდის შემცვლელად სურს.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ბელგიელმა თავდამსხმელმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით 44 შეხვედრა ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით