სანჩესის შეძენა მხოლოდ ერთ კლუბს სურს

25-04-2019, 21:51

ალექსის სანჩესმა "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის შემდგომ ძირითად შემადგენლობაში ვერა და ვერ დაიმკვიდრა ადგილი. შესაბამისად, ვარაუდობენ, რომ ის უახლოეს მომავალში დატოვებს კლუბს.

ბრიტანული გამოცემა Independent-ის ინფორმაციით, ჩილელ შემტევს მსურველთა არცთუ დიდი რიგი უდგას. მეტიც, მისი დამატება მხოლოდ ერთ კლუბს სურს.

წყაროს ცნობით, სანჩესის დამატებით მილანის "ინტერი" არის დაინტერესებული. თუმცა, მხოლოდ ერთი პირობით. თუ იგი ხელფასის საგრძნობლად შემცირებას დათანხმდება.

ამჟამად 30 წლის ფეხბურთელის ხელფასი კვირაში 500'000 ფუნტს შეადგენს. მისი გასხვისება ყველაზე მეტად მანჩესტერელებს სწორედ ამ მიზეზით სურთ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით