კალაძე: "მის პროვოკაციაზე წამოგებას ვცდილობდი და გამომდიოდა კიდეც"

25-04-2019, 23:08

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "მილანის" ლეგენდარულმა მცველმა, კახა კალაძემ ჯენარო გატუზოზე ისაუბრა.

"ჯენაროსთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. მასთან ერთად უამრავი სასიამოვნო ისტორია მახსენდება. ხშირად ვცდილობდი, პროვოკაციაზე წამომეგო და გამომდიოდა კიდეც."

"ის ახლა "მილანს" წვრთნის და ვფიქრობ, საკმაოდ კარგადაც. იმედი მაქვს, ის გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანს."

"მილანის თამაშებს ხშირად ვადევნებ თვალს და წარმატება ყოველთვის მახარებს." - აცხადებს კალაძე.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით