იგუაინის მომავალი ცნობილია

25-04-2019, 23:15

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლონდონის "ჩელსიმ" გონსალო იგუაინის მომავლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონური კლუბი, არგენტინელ ფეხბურთელს სეზონის ბოლოს ტურინის "იუვენტუსში" დააბრუნებს.

როგორც ცნობილია, "არისტოკრატებმა"  გონსალო იგუაინის შემცვლელის ძებნა დაიწყეს და მის ერთ-ერთ შემცვლელად მის თანამემამულეს მაურო იკარდის განიხილავს, რომელსაც "ინტერში" კარგი დრო არ უდგას.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ გონსალიო იგუაინიმა "ჩელსის" მაისურით 12 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით