იურგენ კლოპი: "ლივერპული" ლორენცო ინსინიეს გადაბირებას არ გეგმავს"

26-04-2019, 01:21

მერსესაიდული "ლივერპულის" მთავარi მწვრთნელი, გერმანელი სპეციალისტი, იურგენ კლოპი, იტალიური "ნაპოლის" თავდამსხმელის, ლორენცო ინსინიეს შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს:

"ჩვენი გუნდის გაუმჯობესება მიმდინარე სეზონის შემდეგ, საკმაოდ რთული საქმე იქნება, ამასთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი რამ, ტრასფერები არა გულშემატკივრებისთვის, არამედ კლუბების საჭიროებების გამო ხორციელდება."

"რა თქმა უნდა ბაზარზე არსებულ ვარიანტებს ყოველთვის განვიხილავთ, თუმცა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ამჟამად ინსინიეს გადაბირებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვის სურვილი, არ გვაქვს."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 27 წლის შემტევის სატრანსფერო ღირებულება, ამჟამად 60 მილიონ გირვანქას შეადგენს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით