ჰეუნ-მინ სონი: "ტოტენჰემს" ჩემს გარეშეც შეუძლია "აიაქსისთვის" კონკურენციის გაწევა"

26-04-2019, 01:26

ლონდონის "ტოტენჰემის" სამხრეთ კორეელი თავდამსხმელი, ჰეუნ-მინ სონი, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალურ ეტაპზე, ამსტერდამის "აიაქსის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზე საუბრობს:

"რა თქმა უნდა ვცდილობ გარემოებამ ჩემზე გავლენა არ მოახდინოს, თუმცა საკმაოდ რთულია ამ ეტაპამდე მოხვიდე და საკუთარი გუნდის რიგებში ასპარეზობას ვერ ახერხებდე."

"მიუხედავად ყველაფრისა, თანაგუნდელების შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება, რის გამოც ვფიქრობ "ტოტენჰემს", ჰოლანდიელებისთვის კონკურენციის გაწევა, ამჟამინდელი შემადგენლობითაც შესანიშნავად შეუძლია."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, 2 მაისს, თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაჩიბერაძე კარიერას ბელგიაში განაგრძობს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით