რომელუ ლუკაკუ: "რომელი კლუბი იქნება იტალიაში ჩემი ფავორიტი ? მთავარი მოთხოვნა ყველა ტურნირზე ასპარეზობაა"

26-04-2019, 01:46

"მანჩესტერ იუნაიტედის" ბელგიელი თავდამსხმელი, რომელუ ლუკაკუ, მის მომავალზე საუბრობს:

"სერია ა-ში ასპარეზობა ჩემი ოცნებაა, რომელსაც იმედია რამდენიმე წელში ავიხდენ, ახლა მართალია ინგლისში თამაშზე ვარ კონცენტრირებული, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან, იტალიაში გამოსვლის იმედს დავკარგავ."

"რომელი კლუბია ყველაზე სასურველი ? ამაზე ჯერაც არ მიფიქრია, მაგრამ ცხადია ყველა ტურნირზე ასპარეზობა, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 25 წლის შემტევი, მანჩესტერულ გრანდში, 2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, 75 მილიონი გირვანქას სანაცვლოდ გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით