"რომა" ანტონიო კონტეს უახლოვდება !

26-04-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, იტალიური "რომა", ლონდონის "ჩელსის" ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს გადაბირებას უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიუხედავად თავკაცის პოზიციაზე კლაუდიო რანიერის დანიშვნისა, დედაქალაქელები იტალიელს მისი წარსულის გამო ბოლომდე აღარ ენდობიან და მზად არიან მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ახალი კანდიდატების ძიება დაიწყონ.

"Corriero Dello Sport-ის" მიხედვით, 49 წლის კონტე, მისი მომავალი გუნდის ვინაობას, სავარაუდოდ 1 ივლისს გაასაჯაროვებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა სპეციალისტმა, "არისტოკრატების" რიგები, გასული წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით