ზინედინ ზიდანმა სასურველი მოთამაშეების სიაში, ჯეიდონ სანჩოც შეიყვანა !

26-04-2019, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "რეალის" ახლად დანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, სასურველ მოთამაშეთა სიაში, "დორტმუნდის ბორუსიის" ინგლისელი თავდამსხმელი, ჯეიდონ სანჩო შეიყვანა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლუბის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი, მზადაა 19 წლის ამომავალი ვარსკვლავის სანაცვლოდ, მინიმუმ 160 მილიონი ევრო გაიმეტოს.

ცნობების მიხედვით, გერმანული გრანდი მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს სანჩოს გაშვების ვარიანტს, თუ სანაცვლოდ ესპანური გრანდისგან, მარკო ასენსიოს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა ფეხბურთელმა, მიმდინარე სეზონის ბუნდესლიგაში 30 შეხვედრის ჩატარების შემდეგ, უკვე მოახერხა 11 გოლის გატანა და 13 საგოლე გადაცემის გაკეთება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით