მოურინიო ყოფილ კლუბში ბრუნდება?

26-04-2019, 15:17

როგორც ესპანური გამოცემა Don Balon-ი იუწყებამ ჟოზე მოურინიო შესაძლოა მილანის "ინტერში" დაბრუნდეს.

გამომდეინარე იქიდან, რომ მილანური გრანდი სეზონის ბოლოს ლუჩანო სპალეტის სამსახურიდან დაითხოვს და შესაბამისად, მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური გახდება.

აქამდე "ინტერს" ყველაზე აქტიურად ანტონიო კონტეს უკავშირებდნენ, მაგრამ ბოლო დღეების ცნობების მიხედვით, იტალიის ნაკრების თავკაცი "რომას" ჩაიბარებს, რომელთანაც შეთანხმებას თითქმის მიაღწია.

რაც შეეხება მოურინიოს, პორტუგალიელმა უკვე დააანონსა ზაფხულში ფეხბურთში დაბრუნება და ამასთან გამორიცხა ინგლისში მუშაობა.

შეგახსენებთ, რომ მოურინიო "ინტერში" 2008-2010 წლებში მუშაობდა და „ნერაძურის“ ისტორიაში პირველად ტრიპლეტი შეასრულებინა და ჩემპიონთა ლიგა 45-წლიანი პაუზის შემდეგ მოაგებინა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით