ხამესი ყოფილ კლუბს დაუბრუნდა

26-04-2019, 16:13

Kicker-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნის“ ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი ზაფხულში მადრიდის "რეალში" დაბრუნდება.

წყაროს ცნობით, "რეკორდმაისტერში" კოლუმბიელის გარჯით უკმაყოფილონი არიან და მის გამოსყიდვას არ აპირებენ.

მიუნხენურ გრანდს ამესის გამოსასყიდად 35 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა, მაგრამ გერმანული გუნდის ბოსები მიიჩნევენ, რომ ეს მიზანშეწონილი არ იქნება. ამრიგად, სამხრეთ ამერიკელი შემტევი ესპანეთში დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ხამეს როდრიგესი "რეალმა" "ბაიერნში" 2017 წლის ზაფხულში ორწლიანი იჯარით გაასხვისა და მხარეებს შორის ხელშეკრულება 2021 წლამდე იწურება.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით