"ბარსელონამ" რაშფორდის შესაძენად თანხა გაამზადა

26-04-2019, 15:48

როგორც უკვე დიდი ხანია იწერება, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, ბარსელონა" "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევის მარკუს რაშფორდის შეძენას შეეცდება.

გამოცემის თანახმად, კატალონიელები მანჩესტერელთა ბოლოდროინდელი ჩავარდნით ისარგებლებენ და 21 წლის თავდამსხმელში "იუნაიტედს" 115 მილიონ ევროს შესთავაზებენ.

მოგახსენებთ, რომ რაშფორდის მიმდინარე კონტრაქტი მანკუნიანელებთან 2020 წლამდეა გათვლილი, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. თუმცა "მანჩესტერი" უკვე მუშაობს ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელის ხელფასი კვირაში 347 ათას ევრომდე გაიზრდება.

მიმდინარე სეზონში რაშფორდმა "მანჩესტრის" მაისურით 44 მატჩი ჩაატარა, 13 ბურთი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემით გამოირჩა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით