"რეალმა" ორი უტყარი ტრანსფერი დაანონსა

26-04-2019, 16:40

როგორც ცნობილია, "მადრიდის რეალი" დამდეგ ზაფხულს შემადგენლობის გაძლიერებას და გადახალისებას აპირებს და მათ შორის, მთავარი სამიზნეები ედენ აზარი და პოლ პოგბა იქნებიან.

მოგეხსენებათ, პოგბამ უკვე გააცხადა, რომ "მანჩესტერის" დატოვება სურს, ხოლო აზარი "ჩელსისთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, რომელიც 2020 წელს ეწურება, უარს ამბობს, რაც ტრანსფერს მეტ დამაჯერებლობას სძენს.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "რეალი" მზადაა აზარს სეზონში 24 მილიონი ევრო, ხოლო "ჩელსის" 100 მილიონი ევრო გადაუხადოს.

რაც შეეხება პოგბას, მისი ფასიც დაახლოებით 100 მილიონის ფარგლებში მერყეობს, ხოლო მადრიდელთა კონკურენტი ტურინის "იუვენტუსი" იქნება, რომელიც ასევე დაინტერესებულია ფეხბურთელის გადაბირებით.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით