სად მიდის ბუფონი და რატომ დაინტერესდა "პსჟ" დე ხეათი

26-04-2019, 17:03

როგორც გამოცემა The Sun-ი იუწყება, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, "პარი სენ-ჟერმენი" "მანჩესტერის" მეკარის, დავიდ დე ხეას ყიდვას შეეცდება.

წყაროს ცნობით, პარიზელები მზად არიან ესპანელში 60 მილიონი ევრო გადაიხადონ.

სეზონში პარიზული გუნდის კარს მონაცვლეობით იცავდნენ ალფონსო არეოლა და 41 წლის ჯიჯი ბუფონი.

იტალიურ მედიაში გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ ამ უკანასკნელმა ზაფხულში შესაძლოა კარიერა დაასრულოს და თავის ყოფილ კლუბში, "იუვენტუსში" ერთ-ერთი ხელმძღვანელის პოსტი დაიკავოს.





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით