ყველაფერი საბოლოოდ გადაწყდა, "ბარსელონა" 100 მილიონიან ტრანსფერს ასრულებს

26-04-2019, 20:32

ბოლო დროს აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სეზონის დასრულების შემდგომ მანჩესტერ "იუნაიტედს" მარკუს რაშფორდი დატოვებს.

ბრიტანული გამოცემა The SUN-ის ინფორმაციით, 20 წლის თავდამსხმელის შეძენით ყველაზე მეტად კატალონიის "ბარსელონა" არის დაინტერესებული.

წყაროს ცნობით, ესპანელებმა უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები. "მანჩესტერი" ფეხბურთელის სანაცვლოდ არც მეტი არც ნაკლები 100 მილიონ ევროს ითხოვს, "ბარსა" კი ამ თანხის გადასახდელად მზადაა.

შეგახსენებთ, რომ რაშფორდს "იუნაიტედთან" კონტრაქტი 2020 წლის ივნისში ეწურება. შეთავაზების მიუხედავად კი ის ახლის გაფორმებას არ აპირებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით