პედრო როდრიგესი: "მანჩესტერ იუნაიტედთან" გასამართ შეხვედრას, ჩვენთვის ფინალის ფასი აქვს"

27-04-2019, 01:18

ლონდონის "ჩელსის" ესპანელი თავდამსხმელი, პედრო როდრიგესი, პრემიერ ლიგის 36-ე ტურში, "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზე საუბრობს:

"ყველასათვის ცნობილია, რომ ჩვენი მეტოქის შემადგენლობა, უმაღლესი დონის მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული, რომელთაც მატჩის ბედის გადაწყვეტა, ნებისმიერ დროს შეუძლიათ."

"ცხადია ორივე კლუბი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ვიბრძვით და ეს ორთაბრძოლა ამ ყოველივეზე დიდ გავლენას იქონიებს, ამიტომაც მომავალ შერკინებას, პირადად ჩვენთვის, ფინალის ფასი აქვს."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, 28 აპრილს, თბილისის დროით 19:30 წუთზე დაიწყება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით