ნეიმარი მომავალი სეზონის ჩემპიონთა ლიგის საწყისს შეხვედრებს გამოტოვებს !

27-04-2019, 01:29

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელი თავდამსხმელი, ნეიმარ ჟუნიორი, მომავალი სეზონის ჩემპიონთა ლიგის საწყისს მატჩებს გამოტოვებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 27 წლის შემტევის დასჯა, "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ, 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში, პენალტის დანიშვნის შემდეგ, სოციალურ მედიაში ვიდეო რეფერის შეურაცყოფამ განაპირობა.

ცნობების მიხედვით, ნეიმარი 2019/20 წლის ევროპული ტურნირის ჯგუფური ეტაპის პირველ 3 ორთაბრძოლაში ვერ შეძლებს საკუთარი გუნდის რიგებში ასპარეზობას.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა ვარსკვლავმა, არბიტრების ჯგუფს, მისი გადმოსახედით არასწორი გადაწყვეტილების მიღების გამო, ეთიკურად თუ ვიტყვით, "უცოდინართა ყუთი" უწოდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაჩიბერაძე კარიერას ბელგიაში განაგრძობს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით