პეპ გვარდიოლა: "მანჩესტერ სიტი", პრემიერ ლიგის უსაინ ბოლტია"

27-04-2019, 01:44

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, პეპ გვარდიოლა, მისი კლუბის მიღწევებზე საუბრობს:

"2017/18 წლების სეზონის დაწყებამდე, გრანდებისთვისაც კი მისაღები იყო, თუ ქულებს ისეთი გუნდების წინააღმდეგ დაკარგავდნენ, რომლებიც რეალურად დიდ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ."

"თუმცა მაისში ჩვენს მიერ დაფიქსირებულმა შედეგმა, ყველაფერი შეცვალა, გულშემატკივრების მოთხოვნის დონე გაიზარდა, რამაც მთლიანად პრემიერ ლიგას უბიძგა განვითარებისკენ."

"სიტიმ" სრულიად ახალი სტანდარტები დაამკვიდრა, რის გამოც ის ინგლისის ჩემპიონატის უსაინ ბოლტია."

შეგახსენებთ, რომ ამჟამად "ქალაქელები", ცხრილში მე-2 ადგილს იკავებენ 89 ქულით.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით