მაურისიო სარი: "მანჩესტერ იუნაიტედთან" წაგების უფლება არ გვაქვს"

27-04-2019, 11:35

ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი, იტალიელი სპეციალისტი, მაურისიო სარი, პრემიერ ლიგის 36-ე ტურში, "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზე საუბრობს:

"რა თქმა უნდა ყოველთვის, ნებისმიერი ორთაბრძოლის დროს, მთავარი გამარჯვება და 3 ქულის მოპოვებაა, თუმცა ოლე გუნარ სოლსკიაერის შეგირდებთან შერკინებას, დიდი მნიშვნელობა ენიჭება."

"სეზონის ბოლოს ჩვენი მიზანი, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა, რის გამოც "იუნაიტედთან" წაგების უფლება, არ გვაქვს."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, 28 აპრილს, თბილისის დროით 19:30 წუთზე დაიწყება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით