ბენზემასთვი სეზონი უკვე დამთავრდა?

27-04-2019, 16:01

როგორც გავლენიანი გამოცემა Goal-ი გვამცნობ, მადრიდის "რეალის" შემტევმა კარიმ ბენზემამ მიმდინარე სეზონში, შესაძლოა, აღარ ითამაშოს.

"სამეფო კლუბის" თავკაცმა დინედინ ზიდანმა, მოგვიანებით კი კლუბის პრესსამსახურმა, მას შემდეგ რაც, ფეხბურთელმა 27 აპრილს გუნდის ვარჯიში გააცდინა, განაცხადეს, რომ ფრანგ თავდამსხმელს მარცხენა ბარძაყი დაუზიანდა.

ტრავმა სერიოზული არ არის და ბენზემამ რამდენიმე დღეში შეიძლება ვარჯიში განაახლოს, თუმცა კლუბში, შესაძლოა, გადაწყვიტონ არ გარისკონ და ბენზემა ამ სეზონში აღარ ათამაშონ. მით უმეტეს, უნდა აღვნიშნოთ, რომ "რეალს" არანაირი მოტივაცია აღარ გააჩნია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით