"იუვენტუსს" ახალი სამიზნე ჰყავს

27-04-2019, 17:49

როგორც გავლენიანი გამოცემა L’Equipe-ი იტყობინება, იტალიის ჩემპიონი ტურინის "იუვენტუსი" ფრანგული "ლიონის" კაპიტნის ნაბილ ფეკირის გადმობირება სურს.

წყაროს ცნობით, იტალიური გრანდი ზაფხულში ნახევარდაცვის პოზიციის გაძლიერებას აპირებს და ფეკირიც ამისთვის შეიგულა.

"ლიონის" პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოლა 26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს ითხოვს.

ფეკირს "ლომებთან" კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში ეწურება და თუ ფრანგები დამდეგ ზაფხულს არ გაასხვისებენ, გამოდის, რომ შემდეგ მის სანაცვლოდ თანხას საერთოდ ვერ მიიღებენ.

მიმდინარე სეზონში ნაბილ ფეკირმა ყველა ტურნირის ჩათვლით მეტოქეთა კარში 12 გოლი გაიტანა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით