ჩეხი "ჩელსიში" ბრუნდება

27-04-2019, 18:18

როგორცგ გამოცემა The Telegram იტყობინება, ლონდონის "ჩელსი" მზადაა "არსენალიდან" გოლკიპერი, პეტრ ჩეხი გადაიბიროს და ფეხბურთელს კარიერის "მშობლიურ" კლუბში დასრულების საშუალება მისცეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კარიერის დასრულების შემდეგ, მეკარეს "არისტოკრატები" რამდენიმე თანამდებობას შესთავაზებენ, ის შესაძლოა მალე ტექნიკურ დირექტორად ვიხილოთ.

ეს შეთავაზება აბრამოვიჩის კლუბის პოლიტიკამ განაპირობა, რომლის თანახმადაც ისინი კარიერის ბოლოს "ჩელსის" ყველა ლეგენდარულ ფეხბურთელს კლუბში აბრუნებენ, მათ არ სურთ "არსენალის" მსგავსად მოიქცნენ, როდესაც პატრიკ ვიეირა "მანჩესტერ სიტიში" ახალგაზრდული გუნდის სათავეში აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ 36 წლის მეკარეს პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე მეტჯერ აქვს კარი მშრალად შენახული, ის კარიერას მიმდინარე სეზონის ბოლოს დაასრულებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით