"მანჩესტერმა" პოგბას შემცვლელი იპოვნა

27-04-2019, 21:03

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პოლ პოგბა მადრიდის "რეალს" შეუთანხმდა და ის მომავალი სეზონიდან კარიერას სწორედ ესპანეთში განაგრძობს.

ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, მანჩესტერ "იუნაიტედმა" ფრანგი ნახევარმცველის შემცვლელს უკვე მიაგნო.

Evening Standard-ის ცნობით, "წითელმა ეშმაკებმა" თვალი ლონდონის "ტოტენჰემის" ფეხბურთელს, კრისტიან ერიქსენს დაადგეს.

მოგეხსენებათ, დანიელ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2020 წელს ეწურება და შესაბამისად, მანჩესტერელებს იმედი აქვთ, რომ მოთამაშეს საკმაოდ დაბალ ფასად ჩაიგდებენ ხელთ.

ამის მიუხედავად, თავად ლონდონელები კრისტიანის გაყიდვას 65 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებენ. მისი შეძენით კი "მანჩესტერის" გარდა ასევე "რეალიც" არის დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით