"მანჩესტერს" ვან დიკის შეძენა სურდა, თუმცა, დააგვიანა

27-04-2019, 21:09

ვირჯილ ვან დიკის მერსისაიდულ "ლივერპულში" გადასვლა ბოლო წლების ერთ-ერთ საუკეთესო ტრანსფერად შეიძლება ჩაითვალოს. იგი გუნდის ერთ-ერთ ლიდერად მალევე იქცა და წელს პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მოპოვების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტიცაა.

ამის მიუხედავად, ისტორია შესაძლოა სრულიად განსხვავებულად წარმართულიყო.

ბრიტანული გამოცემა Times-ის ინფორმაციით, ჰოლანდიელი მცველის შეძენით მანჩესტერ "იუნაიტედიც" დაინტერესებული იყო.

წყაროს ცნობით, "წითელმა ეშმაკებმა" ვან დიკის სანაცვლოდ შეთავაზებაც გააკეთეს, თუმცა, ეს უკვე ძალიან დაგვიანებული იყო. ჰოლანდიელ ფეხბურთელს "ლივერპულთან" შეთანხმება უკვე მიღწეული ჰქონდა და შესაბამისად, მისი "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგებაც უკვე ფაქტობრივად გამორიცხული იყო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით