ხამეს როდრიგესი ესპანეთში ბრუნდება?

27-04-2019, 22:46

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხამეს როდრიგესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ყოფილ კლუბში დაბრუნდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "რეკორდმაისტერის" მესვეურებმა, კოლუმბეილის გამოსასყიდი თანხის გადახდაზე უარი განაცხადეს და ისინი ხამეს "რეალში" დააბრუნებენ.

როგორც იცით, 27 წლის ფეხბურთელი მიუხენის "ბაიერნში" "სამეფო კლუბიდან" 2 წლიანი არენდით გადაბარგდა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ხამეს როდრიგესის ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 65 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით