ბენ მი: "მანჩესტერ სიტისთან" დაჩოქებას არ ვგეგმავთ"

28-04-2019, 01:25

ინგლისური "ბარნლის" ცენტრალური მცველი, ბენ მი, პრემიერ ლიგის 36-ე ტურში, "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზე საუბრობს:

"ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ნებისმიერ მეტოქეს, რაც შეიძლება მეტად გავურთულოთ საქმე და ეს არც "ქალაქელთა" შემთხვევაში შეიცვლება."

"მისაღები შედეგის მოსაპოვებლად ყველაფერს გავაკეთებთ და ბოლომდე დავიხარჯებით, კიდევ ერთხელ ვიტყვი, "ბარნლი" მანჩესტერელებთან დაჩოქებას არ გეგმავს."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, 28 აპრილს, 17:05 წუთზე გაიმართება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით