მაურისიო სარი: "ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა ჩვენს მიღწევებს ზუსტად ვერ შეაფასებს"

28-04-2019, 01:38

ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი, იტალიელი სპეციალისტი, მაურისიო სარი, მიმდინარე სეზონში მისი კლუბის გეგმებზე საუბრობს:

"ამჟამად 2 მთავარი სამიზნე გვაქვს, პრემიერ ლიგის 4-ეულში შესვლა და ევროპის ლიგის ტიტულის მოპოვება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმეს შეუსრულებლობა, ჩვენს წლევანდელ გამოსვლას, ზუსტად შეაფასებს."

"რამდენიმე თვის წინ მთავარ პრობლემას, მოთამაშეებსა და ჩემს სტილს შორის ურთიერთთანხმობის დარღვევა წარმოადგენდა, მაგრამ საბედნიეროდ ეს საკითხი, რამდენიმე უბრძოლველად დათმობილი მატჩის შემდეგ, წარმატებით გავარკვიეთ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული გრანდი, ამჟამად ინგლისის ჩემპიონატის ცხრილში, მე-4 ადგილს იკავებს 67 ქულით.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით