ქარიმ ბენზემამ შესაძლოა მიმდინარე სეზონი გამოტოვოს !

28-04-2019, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "რეალის" ფრანგმა თავდამსხმელმა, ქარიმ ბენზემამ, შესაძლოა ტრავმის გამო მიმდინარე სეზონის დარჩენილი ნაწილი გამოტოვოს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 31 წლის შემტევმა, გასული კვირის შაბათს გამართული სავარჯიშო სესიის დროს, ბარძაყი დაიზინა, რის გამოც მას სამედიცინო შტაბთან გახანგრძლივებული შემოწმების გავლა მოუწია.

ცნობების მიხედვით, რადგანაც მადრიდული გრანდი უკვე გარანტირებულად ვეღარ მოახერხებს ვერც ერთი ტიტულისთვის ბრძოლას, დიდი ალბათობით გუნდი ბენზემას ტრავმას აღარ გაართულებს და მას არდადეგებს, ნაადრევად გამოუწერს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა მოთამაშემ, ზინედინ ზიდანის დაბრუნების შემდეგ, უკვე მოახერხა 8 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით