"იუვენტუსი" "პსჟს" დე ხეას გადაბირებაში შეეჯიბრება

29-04-2019, 15:49

ესსპანეთის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარემ დავიდ დე ხეამ შესაძლოა კარიერა "იუვენტუსში" გააგრძელოს.

მედიაში გავცელებული ინფორმაციის მიხედვით, "პარი სენ-ჟერმენს" იტალიური კლუბის სახით ონკურენტი გამოუჩნდა და "იუვენტუსი" ზაფხულში დე ხეას გადაბირებას შეეცდება.

იტალიელები ტრანსფერში ვოიცეხ შჩესნისაც ჩართავენ. უცნობია თუ რამდენი მილიონის გადახდას აპირებს "იუვენტუსი" ფეხბურთელის სანაცვლოდ ან რამდენს შესთავაზებს დე ხეას ხელფასის სახით.

დავიდმა მიმდინარე სეზონში 44 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 59 გოლი და 10 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მოახერხა. ესპანელის სატრანსფერო ღირებულება 70 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით