პიანიჩი: "ამაზე პასუხი კლუბს უნდა მოთხოვოთ"

29-04-2019, 16:29

ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველმა მირალემ პიანიჩმა მედიის წარმომადგენლებთან მომავალის შესახებ  ისაუბრა.

"იუვენტუსში" ყოფნით ბედნიერი ვარ. აქ ყოველ წელიწადს ვიზრდები და უკეთესი ფეხბურთელი ვხდები. რა იქნება მომავალში? ამის შესახებ კლუბს ჰკითხეთ, მე ვერ გიპასუხებთ", - აღნიშნა 29 წლის ბოსნიელმა.

მირალემ პიანიჩი "იუვენტუსის" ღირსებას 2016 წლიდან იცავს. მან ტურინული კლუბის მაისური 132-ჯერ მოირგო, 19 გოლი გაიტანა და 36 საგოლე გადაცემა შეასრულა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით