გატუზო: "კლუბის სახელს ვარცხვენთ"

29-04-2019, 16:08

როგორც მოგეხსენებათ, იტალიის სერია ა-ს 34-ე ტურში, "ტორინომ" საკუთარ კედლებში "მიიღო" და 2:0 დაამარცხა. შედეგა, "მილანმა" მეოთხე ადგილი დაკარგა და საქმე ძალიან გაირთულა.

აღნიშნული მარცხის შემდეგ "როსონერის" თავკაცმა ჯენარო გატუზომ კომენტარი გააკეთა.

"ახლა ძალიან რთული პერიოდი გვაქვს, რაზეც მოედანზე ბევრს ვფიქრობთ და ეს ყველაფერი სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს".

"ისტორიული კლუბის სახელს ვარცვენთ და მე ვარ ამაზე პასუხისმგებელი. ჩემი მომავალი შედეგებზე იქნება დამოკიდებული - სწორედ ასე ხდება მწვრთნელების შემთხვევაში", - აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით